ვაკანსიის რაოდენობა: ორი
თანამდებობის დასახელება: სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი:
- "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ სერვის-ცენტრი თბილისში - ვაჟა-ფშაველას 27, 0160, თბილისი
- "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ სერვის-ცენტრი წალკაში - არისტოტელეს ქ. 5.
ხელშეკრულების ტიპი და ხანგრძლივობა:
ვადიანი შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (გაგრძელების პერსპექტივით), სრული სამუშაო გრაფიკით.
*წალკის ფილიალში მომუშავე სესხის ოფიცრისთვის კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელ ადგილს და შესთავაზებს მოქნილ საშვებულებო სქემას.
დასაქმების თარიღი: 2012 წლის 19 მარტი
თანამდებობის აღწერა:
სესხის ოფიცერი ანგარიშვალდებულია "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფის“ საკრედიტო ჯგუფის ხელმძღვანელისა და საკრედიტო სამსახურის უფროსის მიმართ და ასრულებს შემდეგ ფუნქცია-მოვალეობს:
- მსესხებელთა მოძიება,
- საკრედიტო განაცხადების მიღება,
- პროექტების დამუშავება და საკრედიტო კომიტეტზე გატანა,
- დამტკიცებული სესხების გაცემა,
- არსებულ მსესხებელთა ეფექტური მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება:
უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი (სასურველია საბანკო საქმის ან ეკონომიკის სფეროში).
დამატებითი კვალიფიკაცია:
ფინანსური უწყისების ანალიზის უნარი; ბაზარზე არსებული საკრედიტო პროდუქტების კარგი ცოდნა.
მუშაობის გამოცდილება:
საკრედიტო სფეროში მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება.
უცხო ენების ცოდნა:
ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ფლობა.
კომპიუტერის ცოდნა:
საოფისე პროგრამების (Microsoft Office Word, Excel, Power Point) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
პასუხისმგებლობის გრძნობა; ეფექტური ვერბალური კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები; კონცენტრირებულობა დეტალების მიმართ; საქმიანი ურთიერთობის ეფექტურად წარმართვის უნარი; აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი როგორც წერით, ასევე ზეპირად.
აპლიკაციის გამოგზავნა
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით, ქართულ ენაზე შესრულებული სამოტივაციო წერილი და CV გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტის მისამართზე recruitment@agh.ge 2012 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.
გთხოვთ, აპლიკაციის გამოგზავნისას, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ Loan Officer Tsalka/02-2012 ან Loan Officer Tbilisi/02-2012, იმის მიხედვით, თუ რომელ ვაკანსიაზე აგზავნით განცხადებას.
კანდიდატები შეირჩევიან პროფესიული ნიშნით, თანასწორუფლებიანი კონკურსის პირობებში.
შერჩევის პროცედურა განხორციელდება 3 ეტაპად:
1. რეზუმესა და სამოტივაციო წერილის განხილვა
2. წერილობითი ტესტი (ვაკანტური თანამდებობით მოთხოვნილი უნარების შემოწმების მიზნით)
3. გასაუბრება
მეორე ეტაპზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ალიანს ჯგუფი“ მადლობას უხდის ვაკანსიით დაინტერესებულ ყველა პიროვნებას და წარმატებას უსურვებს შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებს!